კრემლი პუტინის მიმართ ტრამპის უკმაყოფილებას პასუხობს – “რეაქცია ემოციურმა გადატვირთულობამ გამოიწვია”
ვაშინგტონმა ძალიან დიდი ძალისხმევა გაიღო მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებების დასაწყებად, რაც „ემოციურ გადატვირთვას“ გულისხმობს, – ამის შესახებ, რუსეთის ლიდერის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის განაცხადა, დონალდ ტრამპის უკმაყოფილებას რუსი კოლეგის, ვლადიმერ პუტინის უკრაინაში ქმედებების გამო.
“რა თქმა უნდა, მოლაპარაკების პროცესის დაწყება, რისთვისაც ამერიკულმა მხარემ დიდი ძალისხმევა გასწია, ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა. ჩვენ მადლიერები ვართ ამერიკელების და პირადად პრეზიდენტ ტრამპის მოლაპარაკების პროცესის ორგანიზებასა და დაწყებაში მათი დახმარებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რომელიც აბსოლუტურად ყველას ემოციურ გადატვირთვასთან და ემოციურ რეაქციებთან არის დაკავშირებული. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ყველა რეაქციას.
ამავდროულად, პუტინი იღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც აუცილებელია რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა პესკოვმა.
მისივე თქმით, პუტინი რუსეთის უსაფრთხოებისთვის აუცილებელ გადაწყვეტილებებს იღებს და ბოლოდროინდელი მასშტაბური რუსული იერიშები კიევის მიერ სოციალურ და მშვიდობიან ინფრასტრუქტურაზე მიტანილი დარტყმების საპასუხო იერიშებია.
შეგახსენებთ, 26 მაისის ღამეს რუსეთმა უკრაინაზე დრონებით ომის დაწყების დღიდან ყველაზე მასშტაბური იერიში მიიტანა. უკრაინის საჰაერო სივრცე 364-მა უპილოტო საფრენმა აპარატმა გადაკვეთა.