მილიონობით ადამიანი დაიღუპა სამი ადამიანის გამო – პირველი, ეს პუტინია, მეორე ბაიდენი, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა რას აკეთებდა, და ზელენსკი, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში სალვადორის პრეზიდენტთან, ნაიიბ ბუკელესთან შეხვედრაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
გარდა ამისა, ტრამპმა ზელენსკი არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა.
„ბაიდენი კომპეტენტური რომ ყოფილიყო, და ზელენსკი კომპეტენტური რომ ყოფილიყო, და არ ვიცი არის თუ არა… ეს ომი არანაირად არ უნდა დაეშვათ“, – აღნიშნა თეთრი სახლის ლიდერმა.
მისივე თქმით, ბაიდენს და ზელენსკის შეეძლოთ ომის შეჩერება, პუტინს კი საერთოდ არ უნდა დაეწყო.
„როდესაც ომს იწყებ, უნდა იცოდე, რომ შეგიძლია მოიგო. ომს არ იწყებ იმის წინააღმდეგ, ვინც შენზე 20-ჯერ დიდია. და მერე იმედი არ უნდა გქონდეს, რომ ხალხი რაკეტებს მოგცემს“, – თქვა ტრამპმა.