აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებაზე რუსეთისგან პასუხს მიმდინარე კვირაში ელოდება.
შესაბამისი განცხადება დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში იტალიის პრემიერ-მინისტრ, ჯორჯია მელონისთან ერთად მედიასთან საუბრის დროს გააკეთა.
„მათგან პასუხს მიმდინარე კვირის განმავლობაში გავიგებთ, რეალურად ძალიან მალე და ვნახავთ. გვინდა, რომ სიკვდილი და მკვლელობა შეწყდეს“, – აღნიშნა ტრამპმა.
ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ყოველ კვირაში 2500 ადამიანი იღუპება – ძირითადად უკრაინელი და რუსი ჯარისკაცები.