ნინო წილოსანი ფიშერის განცხადებაზე: მინდა მჯეროდეს, რომ გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილება კონკრეტული პირების დასანქცირებასთან დაკავშირებით იმ მოტივით, რომ ეს პირები ადამიანის უფლებებს არღვევენ, რაიმე დასაბუთებას ექვემდებარება

„მინდა მჯეროდეს, რომ გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილება კონკრეტული პირების დასანქცირებასთან დაკავშირებით იმ მოტივით, რომ ეს პირები ადამიანის უფლებებს არღვევენ, რაიმე დასაბუთებას ექვემდებარება,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, ამ დრომდე ასეთი დასაბუთება არავის მოუსმენია.

„ვხედავთ, რომ ზურაბ ადეიშვილი, რომელიც არაერთი უმძიმესი დანაშაულისთვის არის ბრალდებული, თავშესაფარს პოვებს გერმანიაში. ამ პირობებში, როდესაც ვინმე საუბრობს ადამიანის უფლებების დარღვევაზე საქართველოში მოქმედი საჯარო მოხელეების მხრიდან, რა თქმა უნდა არის უდიდესი ირონია“, – აღნიშნა წილოსანმა.

ცნობისთვის, საქართველოში გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა, გერმანიის მიერ დაწესებულ სანქციებზე საუბრისას განაცხადა:„არ გვსურს ადამიანის უფლებების დამრღვევები ჩავიდნენ ჩვენს ქვეყანაში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები