შალვა პაპუაშვილი: საფრანგეთის ელჩს „ნაცები“ რომ დემოკრატია ჰგონია და წამების სისტემის შემქმნელი პარტიის წარმომადგენლებისთვის ხელფასის გადახდას რომ ეძახის ადამიანი დემოკრატიის განვითარებას, ზედმეტია აქ საუბარი

საფრანგეთის ელჩს „ნაცები“ რომ დემოკრატია ჰგონია, ესაა პრობლემა. წამების სისტემის შემქმნელი პარტიის წარმომადგენლებისთვის ხელფასის გადახდას რომ ეძახის ადამიანი დემოკრატიის განვითარებას, ზედმეტია აქ საუბარი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ საფრანგეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე განაცხადა, რომლის თანახმადაც, „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“ სამოქალაქო საზოგადოების პროექტების მხარდასაჭერად, საელჩოს მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულია.

„საფრანგეთის ელჩს „ნაცები“ რომ დემოკრატია ჰგონია, ესაა პრობლემა. რომელი საგამოძიებო კომისია უშველის ამ ადამიანს. წამების სისტემის შემქმნელი პარტიის წარმომადგენლებისთვის ხელფასის გადახდას რომ ეძახის ადამიანი დემოკრატიის განვითარებას, ზედმეტია აქ საუბარი, ღირებულებითი სხვაობა ხომ ჩანს?! რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, ეს არის იმის თქმა, რომ როგორც ჩანს, არ მივაჩნივართ ხალხად, არაფერს მნიშვნელობა არ აქვს. ძალიან კარგად იციან, „ნაციონალური მოძრაობისთვის“, მათი იდეოლოგებისთვის ფულის მიცემა რა რეაქციებს გამოიწვევს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები