შალვა პაპუაშვილი: რასაც სჩადის ზოგიერთი ელჩი და ბიუროკრატი, ეს არის ანტიევროპა

რასაც სჩადის ზოგიერთი ელჩი და ბიუროკრატი, ეს არის ანტიევროპა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„დიდი ხნის განმავლობაში დომინანტი მსოფლიო პოლიტიკაში და ევროპის პოლიტიკის განმსაზღვრელი იყო აშშ. ამერიკის შეერთებული შტატები სახავდა ყველა ვექტორს, რომელსაც ევროკავშირი, როგორც მთლიანი და მისი ბევრი წევრი მიჰყვებოდა, მათ შორის ომთან დაკავშირებითაც.

ამერიკაში ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად ეს ვექტორი შეიცვალა, მათ შორის მოხდა გარკვეული დისტანცირება და დაბნეულია ევროკავშირის ბიუროკრატია, მათ შორის დაბალი კვალიფიკაციის გამო. მილიონიანი სივრცეა ევროკავშირი, ბევრი ქვეყნით და სხვადასხვა პოლიტიკური ძალით. ჩვენ თავს ნუ დავიმდაბლებთ, ნუ გვგონია, რომ ყველა ჩვენზე ჭკვიანია ყველგან. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არის ამის ნათელი მაგალითი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები