ვლადიმერ ბოჟაძე: რუსეთი, რომელიც დამანგრეველ ომს აწარმოებს უკრაინაში, ელენე ხოშტარიას ყოველთვიურად უზრდის დაფინანსებას
,,რუსეთი, რომელიც დამანგრეველ ომს აწარმოებს უკრაინაში, აფინანსებს ელენე ხოშტარიას და ყოველთვიურად უზრდის დაფინანსებას”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ, „ქრონიკის“ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან აპრილში 250 ათას დოლარამდე ჩაერიცხა.
ბოჟაძის თქმით, საზოგადოება შესაბამის დასკვნას გააკეთებს.
„ეს იმ ფონზე როცა იგივე ამერიკის შეერთებული შტატებიდან შეწყდა დაფინანსება Usaid-ის, Ned-ის და ახლა სხვა ევროპულმა სახელმწიფოებმაც აიღეს ეს ფუნქციები, თუმცა ჯიუტად, რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ელენე ხოშტარია დაფინანსებას და სწორედ მაშინ, როცა ყველაზე მეტად სჭირდება ოპოზიციას გარედან დაფინანსება და გარედან მხარდაჭერა, რაზეც რა თქმა უნდა საზოგადოება შესაბამის დასკვნის გააკეთებს“, – აღნიშნა ბოჟაძემ.