თბილისში 16 წლის გოგონას გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ცნობილია

  თბილისში, 31-ე ქარხანასთან, 16 წლის მარიამ ჩავლეიშვილის გვამი აღმოაჩინეს. “კვირის“ ინფორმაციით, გოგონა თანაკლასელებთან ერთად ალკოჰოლურ სასმელს სვამდა, რის შემდეგაც მოშორებით, ლიანდაგებთან ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად გავიდა, შეუძლოდ გახდა და იქვე გაიყინა. ადგილზე ნაპოვნია ერთჯერადი მოხმარების პლასტმასის ჭიქები და ალკოჰოლური სასმელი.
,,კვირისთვის’’ ცნობილი გახდა, რომ გავრცელებული ინფორმაცია გოგონას გაუპატიურების შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც “კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, პირველადი გარეგანი დათვალიერებით გოგონას ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გოგონას ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები