“ხვალ, სინოდის სხდომისას გარეთ უამრავი ადამიანი უნდა მოვიდეს, რომ უწმინდესის შეურაცხყოფა ვერავინ გაბედოს“

 3 ივნისს, სინოდის სხდომის დროს გარეთ ორივე სანაპიროზე ნემსი არ უნდა ჩავარდეს, იმდენი კაცი უნდა მოვიდეს, –  ამის შესახებ წმინდა სამების ტაძრის დიაკონი მამა ელიზბარ დეკანოიძე გაზეთ “კვირის ქრონიკასთან“ ინტერვიუში აცხადებს და საზოგადოებას, ყველა ეპარქიის მრევლს, საპატრიარქოსთან მისვლისკენ მოუწოდებს.
როგორც სასულიერო პირი განმარტავს, მრევლი საპატრიარქოსთან თავიანთ მღვდელმთავრებს გასაკონტროლებლად უნდა მიჰყვეს, რომ რომელიმემ ვერ გაბედოს და უწმინდესის შეურაცხყოფა არ იკადროს.
“3 ივნისს, სინოდის სხდომის დროს გარეთ ორივე სანაპიროზე ნემსი არ უნდა ჩავარდეს, იმდენი კაცი უნდა მოვიდეს. ეპარქიებიდანაც უნდა დაიძრას ხალხი და თავიანთ მღვდელმთავრებს გასაკონტროლებლად უნდა მოჰყვნენ, რომ არ გაბედოს რომელიმემ და უწმინდესისი შეურაცხყოფა იკადროს! დავანებოთ, თუ გნებავთ,პიროვნებას თავი, თუმცა ვის დავანებო და რატომ დავანებო, სჯულის კანონის უხეში დარღვევაა ეს და დაუშვებელია დამსახურებელ თუ დაუმსახურებელ პენსიაზე მიდიოდეს პატრიარქი! მას შეუძლია გადადგეს, როგორც დემეტრე თავდადებულის დროს გააკეთა ეს პატრიარქმა, მაგრამ მან უნდა დაასახელოს თავისი მემკვიდრე და არა“სინოდნალნია კანტორამ“!, პეტრე პირველმა, რომ უქნა რუსეთს და მერე სტალინმა, რომ აღუდგინა. მე ასე გავიგე, რომ უკვე სამ რიცხვში არ გადაწყდება ეს ამბავი, მაგრამ ამ დღეს წამოიწევს ეს თემა“, -აცხადებს მამა ელიზბარი.
ინტერვიუში, მამა ელიზბარი მრევლის მიერ პატრიარქის ქადაგებების გაუთვალისწინებლობაზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ “პატრიარქი მოქმედების გეგმას გვაწვდის, ჩვენ კი არაფერს არ ვაკეთებთ“.
“პატრიარქი ამბობს, რომ უკანონობის დამკანონებელი თავად უკანონობის ჩამდენიაო და მეტი რა გვითხრას? მაპატიოს ყველამ, მაგრამ ამ გამოთაყვანებულ ერს მეტი რა გვითხრას? მივდივართ ეკლესიაში, პირდაღებული ვუსმენთ ლოცვას, თუ კოვზი ჩაგვიდეს პირში, ვეზიარებით და წამოვალთ უკან და ესაა მთელი ეკლესიური ცნობიერება? მოხუცი პატრიარქი მოგვმართავს და მოქმედების გეგმას გვაწვდის და ჩვენ რას ვაკეთებთ სამაგიეროდ? არაფერსაც არ ვაკეთებთ, სჯულის კანონი ამბობს: როცა ვინმე გიგინებს სჯულს და შენ მას ხელს არ უშლი, უკვე დამნაშავე ხარ! იოანე ოქროპირი პირდაპირ ამბობს: სადაც ღმერთს ხმამაღლა აგინებენ, მანდ “ელეგებეტედან“ დაწყებული ყველა იგულისხმება, მიდიო და ყვრილმის ცემაც, რომ დაგჭირდესო, მაინც დაიცავი შენი სარწმუნოებაო. მე იოანეს დავუჯერო, თუ იმ ასთორმეტ დეპუტატს? ჩვენი ერი მეტის ღირსია! “, – აცხადებს მამა ელიზბარი.
“ხვალ, სინოდის სხდომის პარალელურად, გარეთ უამრავი ადამიანი უნდა მოვიდეს, რომ უწმინდესის შეურაცხყოფა ვერავინ გაბედოს“ 3 ივნისს, სინოდის სხდომის პარალელურად, გარეთ ორივე სანაპიროზე ნემსი არ უნდა ჩავარდეს, იმდენი კაცი უნდა მოვიდეს – ამის შესახებ წმინდა სამების ტაძრის დიაკონი მამა ელიზბარ დეკანოიძე გაზეთ “კვირის ქრონიკასთან“ ინტერვიუში აცხადებს და საზოგადოებას, ყველა ეპარქიის მრევლს, საპატრიარქოსთან მისვლისკენ მოუწოდებს. როგორც სასულიერო პირი განმარტავს, მრევლი საპატრიარქოსთან თავიანთ მღვდელმთავრებს გასაკონტროლებლად უნდა მიჰყვეს, რომ რომელიმემ ვერ გაბედოს და უწმინდესის შეურაცხყოფა არ იკადროს.
“ხვალ ეპარქიებიდანაც კი უნდა დაიძრას ხალხი და თავიანთ მღვდელმთავრებს გასაკონტროლებლად უნდა მოჰყვნენ, რომ არ გაბედოს რომელიმემ და უწმინდესისი შეურაცხყოფა იკადროს! დავანებოთ, თუ გნებავთ პიროვნებას თავი, თუმცა, ვის დავანებო და რატომ დავანებო, სჯულის კანონის უხეში დარღვევაა ეს და დაუშვებელია დამსახურებელ თუ დაუმსახურებელ პენსიაზე მიდიოდეს პატრიარქი! მას შეუძლია გადადგეს, როგორც დემეტრე თავდადებულის დროს გააკეთა ეს პატრიარქმა, მაგრამ მან უნდა დაასახელოს თავისი მემკვიდრე და არა“სინოდნალნია კანტორამ“!, პეტრე პირველმა, რომ უქნა რუსეთს და მერე სტალინმა, რომ აღუდგინა. მე ასე გავიგე, რომ სამ რიცხვში არ გადაწყდება ეს ამბავი, მაგრამ ამ დღეს წამოიწევს ეს თემა“, – აცხადებს მამა ელიზბარი. ინტერვიუში, მამა ელიზბარი მრევლის მიერ პატრიარქის ქადაგებების გაუთვალისწინებლობაზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ “პატრიარქი მოქმედების გეგმას გვაწვდის, ჩვენ კი არაფერს არ ვაკეთებთ“ “პატრიარქი ამბობს, რომ უკანონობის დამკანონებელი თავად უკანონობის ჩამდენიაო და მეტი რა გვითხრას? მაპატიოს ყველამ, მაგრამ ამ გამოთაყვანებულ ერს მეტი რა გვითხრას? მივდივართ ეკლესიაში, პირდაღებული ვუსმენთ ლოცვას, თუ კოვზი ჩაგვიდეს პირში, ვეზიარებით და წამოვალთ უკან და ესაა მთელი ეკლესიური ცნობიერება? მოხუცი პატრიარქი მოგვმართავს და მოქმედების გეგმას გვაწვდის და ჩვენ რას ვაკეთებთ სამაგიეროდ? არაფერსაც არ ვაკეთებთ, სჯულის კანონი ამბობს: როცა ვინმე აგინებს სჯულს და შენ მას ხელს არ უშლი, უკვე დამნაშავე ხარ! იოანე ოქროპირი პირდაპირ ამბობს: სადაც ღმერთს ხმამაღლა აგინებენ, მანდ “ლგბტ“ პირებიდან დაწყებული ყველა იგულისხმება, მიდიო და ყვრილმის ცემაც, რომ დაგჭირდესო, მაინც დაიცავი შენი სარწმუნოებაო. მე იოანეს დავუჯერო, თუ იმ ასთორმეტ დეპუტატს? ჩვენი ერი მეტის ღირსია! “, – აცხადებს მამა ელიზბარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები