ადეიშვილი კონკრეტულ თარიღს ასახელებს? – “მთელ საქართველოს დედას გიტირებთ, ამოგალპობთ ციხეებში“

პოლიტპატიმარ გია სალუქვაძის განცხადებით, საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი საქართველოს და ქართველებს ემუქრება.
სალუქვაძის თქმით, ადეიშვილი უკრაინაში იმყოფებოდა, სადაც ერთ-ერთ ქართველ ბიზნესმენს მუქარის სიტყვებით მიმართა.
„რამდენიმე დღის წინ კიევის „შერატონში“ ისხდნენ ადეიშვილი, დათო საყვარელიძე და ძმანი მათნი, სულ იყო 12 ადამიანი, მათთან მივიდა ერთ-ერთი ქართველი ბიზნესმენი და პირადად ადეიშვილს ჰკითხა, შენ აქ რა გინდაო და ა.შ. იცით, რა დაემუქრა? წელიწად-ნახევარში მთელ საქართველოს დედას გიტირებთ, ამოგალპობთ ციხეებში, მაშინ გაგიხსენებ, მე რა მინდოდა აქო. ამ ამბავს არ ვიგონებ, ეს არის რეალობა, თბილისში როგორც კი ჩამოვალ, ჩემი მეგობრისგან ავიღებ უფლებას. თუ აქვს სურვილი, მის გვარს დავასახელებ, ან იქნებ მან თავად მოგცეთ ინტერვიუ და ამ საკითხზე ღიად ისაუბროს. მთელი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივი ნელ-ნელა გადაჰყავთ უკრაინაში, ფული მაგათ აქვთ, კავშირები მაგათ აქვთ, მათ შორის კრიმინალებთანაც. გივი თარგამაძე რომ ჭკუას გვარიგებს, ეგ იყო მაგათი „პაპაშა“ და მფარველი“, – აცხადებს სალუქვაძე გაზეთ „ალიასთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები