ჩრდილოეთ ირანზე აშშ-სა და ისრაელის დარტყმის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა
აშშ-მა და ისრაელმა ირანის ჩრდილოეთით საჰაერო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 17 ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ირანული ტელეარხი SNN-ი ავრცელებს.
„ყაზვინსა და ზანჯანს [ჩრდილოეთ ირანში] შორის მდებარე კომპლექსზე აშშ-სა და ისრაელის დარტყმის შედეგად, ჩვენი 17 თანამემამულე დაიღუპა“, – იუწყება SNN.
მათივე ცნობით, დაშავებულია კიდევ 12 ადამიანი. დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის არიან ბავშვები, რომლებმაც დარტყმის შედეგად კიდურები დაკარგეს.