ზელენსკი: აშშ-სგან მივიღეთ თხოვნა, რომ ახლო აღმოსავლეთში „შაჰიდებისგან“ დაცვის საკითხში კონკრეტული მხარდაჭერა გაგვეწია
მივიღეთ აშშ-ის თხოვნა კონკრეტული მხარდაჭერის შესახებ, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში „შაჰიდებისგან“ დასაცავად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უკრაინელი სპეციალისტების ჩართვის დავალება გასცა.
„მივიღეთ აშშ-ის თხოვნა კონკრეტული მხარდაჭერის შესახებ, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში „შაჰიდებისგან“ დასაცავად. გავეცი დავალება, რომ მივაწოდოთ საჭირო საშუალებები და უზრუნველვყოთ უკრაინელი სპეციალისტების ადგილზე ყოფნა, რომლებსაც შეუძლიათ საჭირო უსაფრთხოების გარანტირება. უკრაინა ეხმარება პარტნიორებს, რომლებიც ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ჩვენი ხალხის სიცოცხლის დაცვაში გვეხმარებიან“, – წერს ზელენსკი X-ზე.