გიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე: ჩვეულებრივ ამბად იქცა ფიცის დადება, რომ მოემსახურებიან გარეშე ძალას, დადგებიან ცალ ფეხზე და მოიხრიან ქედს
„არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ თუ არა, ეს ერთი საკითხია, მაგრამ მთავარი საკითხი, რაც არ იცვლება ეს არის საქართველოს დაზიანებისთვის ვის უფრო უკეთესი რესურსი აქვს შეთავაზებული ამ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ფორმატში,“ – ამის შესახებ ოპოზიციაზე საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„დამორჩილებისთვის, საკუთარი თავის შეთავაზება, ეს ახასიათებს ჩვენს ოპოზიციას და ჩვეულებრივ ამბად იქცა, რომ ფიცის დადება, იმასთან დაკავშირებით რომ მოემსახურებიან გარეშე ძალას, პოლიტიკურ მიზნებს, დადგებიან ცალ ფეხზე, მოიჭრიან ყურს, მოიხრიან ქედს, ეს არის ჩვეულებრივი ამბავი“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
ოპოზიციის წევრები ვერ თანხმდებიან, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში. მათ, ვინც არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ღიად თქვეს, კოლეგებისგან იმავე პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირება სურთ.