გურამ მაჭარაშვილი: რაც ცუდია „ნაციონალური მოძრაობისთვის“, კარგია ქართველი ხალხისთვის
„რაც ცუდია „ნაციონალური მოძრაობისთვის“, კარგია ქართველი ხალხისთვის,“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობის შესახებ საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიის გუშინდელ სხდომაზე მათ კიდევ ერთხელ დაინახეს, თუ რა რეჟიმთან ჰქონდათ საქმე და რა პარტიას წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობა“.
„რა არჩევნებში მონაწილეობაზეა საუბარი?! ეს ძალა ქართული პოლიტიკად უნდა იყოს ჩამოცილებული. არჩევნებში თუ არ მიიღებენ მონაწილეობას, კარგია! პოლიტიკურად ეს მათთვის ცუდია, ანუ რაც ცუდია „ნაციონალური მოძრაობისთვის“, კარგია ქართველი ხალხისთვის“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.
ოპოზიციის წევრები ვერ თანხმდებიან, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში. მათ, ვინც არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ღიად თქვეს, კოლეგებისგან იმავე პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირება სურთ.