Politico: NASA-მ შესაძლოა ვაშინგტონის სათავო ოფისი დახუროს

აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური მეცნიერების ეროვნული ადმინისტრაცია (NASA) ვაშინგტონში თავისი შტაბ-ბინის დახურვის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას Politico ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული ნაბიჯი ფედერალური ხარჯების შემცირების შესახებ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის კურსს უკავშირდება.

როგორც Politico იუწყება, ამის შედეგად შესაძლოა, 2500-მდე სამუშაო ადგილი დაზარალდეს, ასევე ფუნქციები, რომლებიც დაკავშირებულია კოსმოსური კვლევის მართვასთან და სამეცნიერო მისიების განხორციელებასთან.

წყაროების თქმით, NASA-ს ზოგიერთი განყოფილება შესაძლოა დედაქალაქში დარჩეს, მაგრამ ამ ეტაპზე უცნობია, რომელ განყოფილებებზეა საუბარი ან რომელი თანამშრომლები შეინარჩუნებენ თავიანთ პოზიციებს.

„NASA-სთვის ყველაზე დიდი საფრთხე კოორდინაციის დაკარგვაა“, – თქვა კოსმოსური ინდუსტრიის ლობისტმა ტომ კულიგანმა სააგენტოს შესაძლო რესტრუქტურიზაციაზე საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები