ზაზა თაბაგარი: კრიპტოვალუტის კონვერტაციისა და ღია ბანკინგის საშუალებით გადახდა საქართველოს ბიზნესისა და გადამხდელების თვალში ინოვაციურად წარმოაჩენს
“კრიპტოვალუტის კონვერტაციისა და ღია ბანკინგის საშუალებით გადახდა ბაზარზე კონკურენციას ზრდის და ქვეყანას ბიზნესისა და გადამხდელების თვალში ინოვაციურად წარმოაჩენს”,- ამის შესახებ, შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, ზაზა თაბაგარმა განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული შემოსავლების სამსახურისა და კერძო სექტორის ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგია.
„შემოსავლების სამსახურისა და კერძო სექტორის ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად დღეს უკვე შესაძლებელია სახელმწიფო გადასახადების ისევე, როგორც შემოსავლების სამსახურის სხვადასხვა საგადასახადო და საბაჟო სერვისების გადახდა, კრიპტოვალუტების კონვერტაციისა და ღია ბანკინგზე დაფუძნებული სისტემების გამოყენებით. გადახდის აღნიშნული შესაძლებლობის შეთავაზება ერთის მხრივ ზრდის ბაზარზე კონკურენციას, ხოლო მეორე მხრივ, სამსახურს და ზოგადად ქვეყანას წარმოაჩენს ინოვაციურად, როგორც ბიზნესის, ასევე გადამხდელების თვალში“, – განაცხადა თაბაგარმა.