საქართველოს კულტურის სამინისტრო რეჟისორ დავით საყვარელიძეს დაბადების დღეს ულოცავს

საქართველოს კულტურის სამინისტრო, დაბადების დღეს ულოცავს სოხუმის, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, რეჟისორ დავით საყვარელიძეს. სამინისტრო დავით საყვარელიძეს ჯანმრთელობასა და შემოქმედებით წარმატებებს უსურვებს.
დავით საყვარელიძემ არაერთი სპექტაკლი დადგა სხვადასხვა თეატრის სცენაზე. იგი არის, რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის მთავარი რეჟისორი და წინანდლის ფესტივალის გენერალური დირექტორი. 2013-2024 წლებში იყო, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დირექტორი და მმართველი.

.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები