20 მარტი ოთარ ჭილაძის დაბადების დღეა
1933 წლის 20 მარტს სიღნაღში ქართველი მწერალი, პროზაიკოსი, პოეტი, დრამატურგი ოთარ ჭილაძე დაიბადა.
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, ეროვნულ ბიბლიოთეკაში უკვე წლებია არსებობს ოთარ და თამაზ ჭილაძეების სახელობის დარბაზი, ბიბლიოთეკის ფონდში კი მათი არაერთი გამოცემა და ფოტო ინახება.