„ცალმხრივად ინფორმაციის მიწოდება არ უნდა მოხდეს”,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ “მაუწყებლის შესახებ”, კანონში ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით,ბალანსის დაცვა მნიშვნელოვანია.
“ჩვენ თუ ვამბობთ, რომ ბრიტანულ მოდელს ვიღებთ, მაშინ უნდა მივიღოთ რასაც ბრიტანული მოდელი ითვალისწინებს ის პრინციპები, სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელია. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხს, მაგალითად, ბალანსის დაცვას – ახალი ამბების დროს უნდა გავრცელდეს ინფორმაცია, რომ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, ერთი მხარე, მეორე თუ რამდენიც არის და რა მოსაზრებებიც არის, ეს ინფორმაცია უნდა მიიღოს საზოგადოებამ და არ უნდა მოხდეს ცალმხრივად ინფორმაციის მიწოდება,” – აცხადებს არჩილ გორდულაძე.
ცნობისთვის, დღევანდელ სხდომაზე გაჟღერდა განსხვავებული აზრი. “ხალხის ძალის” წევრმა, სოზარ სუბარმა თქვა, რომ მედიისთვის ბალანსის მოთხოვნა არასწორია და მთავარია, მედიამ ტყუილი ან ცილისწამება არ გაავრცელოს.