“შეხვედრებიდანაც ძალიან ნათელია, რომ რუმინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, წევრობის გზაზე” – ლევან მახაშვილი

“შეხვედრებიდანაც ძალიან ნათელია, რომ რუმინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს, ევროკავშირში ინტეგრაციის წევრობის გზაზე და მზად არის საკუთარი იმ უნიკალური გამოცდილების გაზიარებისთვის, რაც ამ ქვეყანას აქვს”, – ამის შესახებ „ქრონიკას“ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განუცხადა.

„ამ მხრივ არის სრული მზაობა, რუმინეთის მხრიდან, თუმცა, რუმინეთიც, სხვა ქვეყნებიც , თავადაც აცნობიერებენ, რომ ერთია კანდიდატი ქვეყნების სურვილი და გადადგმული ნაბიჯები და მეორეა ის, რომ თავად ევროკავშირიც იყოს მზად მინიმუმ 2030 წლისთვის, ზოგადად, ევროკავშირის გაფართოებისთვის.

ყველანი ვთანხმდებით ძალიან ცალსახად, რომ ისტორიული, ძალიან სერიოზული ცვლილებები მიმდინარეობს მთელ მსოფლიოში და ამ პროცესში მნიშვნელოვანია ორი რაღაც. პირველი, შევინარჩუნოთ მშვიდობა რამდენადაც და როგორც იქნება შესაძლებელი. მეორე, ამ პროცესების მიუხედავად, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ორმხრივ ურთიერთობებში არსებული შესაძლებლობები“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ბუქარესტში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები