ირაკლი ზარქუა: ქართულ კანონმდებლობაში ძლიერი ამერიკული კანონი შემოგვაქვს, რათა საზოგადოებამ იცოდეს ყველა უსამშობლო, ვინც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ქმედებებს აფინანსებს

“ქართული ოცნების” წევრი – ირაკლი ზარქუა „ფარაზე“ გამოქვეყნებულ დოკუმენტს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ნიკა გილაურის კომპანიამ 600 000 დოლარად აშშ-ში ლობისტური კომპანია დაიქირავა.

„ფარას“ მიერ ცნობილი გახდა, რომ თურმე, ნიკა გილაურს ლობისტური კომპანიები ჰყავს დაქირავებული და 600 ათასი დოლარი გადასახდელი. ეს ისედაც ვიცოდით, მაგრამ საქართველოში „ფარას“ შემოტანა ამიტომაც გვინდა. ქართულ კანონმდებლობაში მკაცრი და ძლიერი ამერიკული კანონი შემოგვაქვს. ეს იმიტომ ხდება, რომ ყველა უსამშობლო, ვინც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ქმედებებს აფინანსებს, მათ თაობაზე საზოგადოებამ იცოდეს“, – აცხადებს ირაკლი ზარქუა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები