ირაკლი ზარქუა: ძალიან გააქტიურებულები არიან „კარენოი ნაცები“ – „ხაბეს“ თავდასხმა არ გაიშვას

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, ირაკლი ზარქუა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომ მათი „ტაქტიკა და პოლიტიკური ნაბიჯები დაკავშირებული იქნება არა თავდაცვასთან, არამედ თავდასხმით პოზიციასთან“.

„ხაბეს“ თავდასხმა არ გაიშვას. რეალობა რა არის – ამათმა მზეთუნახავმა ბელადმა, რომელიც მიტოვებულია, ეტყობა, გამოუგზავნა წერილი, იაქტიურეთ, რატომ არ ჩანხართო. ამ ხალხმა საკუთარი ოფისი გაყიდა და ახლა ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს ემუქრება თავდასხმით. ერთმანეთს დაემუქრონ ამ თავდასხმებით როგორც არიან ახლა დაკავებული. ძალიან გააქტიურებულები არიან „ნაცმოძრაობის“ აქტივისტები, „კარენოი ნაცები“, რატომ?! იმიტომ, რომ იმ მზეთუნახავმა შემოუთვალა, რატომ არ ჩანხართ, რატომ არ იღებთ ხმას, რატომაა, რომ სხვებმა უფრო მეტი ხმა აიღეს? მთავარი ოპოზიციური პარტია კი არა, ახალ კვლევებში ისიც არ ჩანს, ხუთეულში არიან თუ არა. შესაბამისად, მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა. იაქტიურონ და იყვნენ. მათი პოლიტიკური თემა დამთავრებულია. ის, ვინც არ ემსახურება ქართულ სახელმწიფოს, ქართულ საზოგადოებას, ისე დაამთავრებენ როგორც “ნაცებმა” დაამთავრეს – სამარცხვინოდ,” – განაცხადა ზარქუამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები