შალვა პაპუაშვილი: დიდი ეჭვი მაქვს, რომ ბატონ ბარამიძეზეც შეიძლება ჰქონდეთ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები და ალაპარაკებენ სისულელეებს

“დიდი ეჭვი მაქვს, რომ ბატონ ბარამიძეზეც შეიძლება ჰქონდეთ მსგავსი ჩანაწერები და ალაპარაკებენ ასეთ სისულელეებს”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გიორგი ბარამიძის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

„ვიცით, რომ პირადი ცხოვრების ის ფარული ჩანაწერები, რომელიც დაგროვილი ჰქონდა სააკაშვილი-ბოკერია-ადეიშვილის კრიმინალურ რეჟიმს, მათ შორის იყო მათივე გუნდის წევრებთან დაკავშირებული ჩანაწერები. დიდი ეჭვი მაქვს, რომ ბატონ ბარამიძეზეც შეიძლება ჰქონდეთ მსგავსი ჩანაწერები და ალაპარაკებენ ასეთ სისულელეებს. იმ საშინელი დანაშაულს შემდეგ, რაც სააკაშვილი-ბოკერია-ადეიშვილის კრიმინალურმა რეჟიმმა ჩაიდინა ადამიანის ღირსების წინააღმდეგ, ფართოდ რომ გაუღეს გულის კარები ევროპარლამენტის და ბრიუსელის სხვადასხვა კორიდორში სააკაშვილ-ბოკერია-ადეიშვილის კრიმინალური რეჟიმის წარმომადგენლებს, კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რა ღირებულებით უფსკრულშია ის ხალხი, ვინც მათ ხელს ართმევს, პარტიულ ღონისძიებებს მართავს მათთან ერთად და მხარს უჭერს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ გადაცემაში „დღის ამბები“ ე.წ. კასრების საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2013 წელს კასრებში აღმოჩენილი იარაღი წარმოადგენდა თავდაცვით ზღუდეს შეიარაღებული ფორმირებებისთვის, რათა მათ ჰქონოდათ მტრისთვის წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები