“ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ ხაზი გადაუსვა საერთაშორისო სამართალს და, რუსეთის მსგავსად, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის ძირის გამომთხრელად იქცა” – პაპუაშვილი
“ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ ხაზი გადაუსვა საერთაშორისო სამართალს და, რუსეთის მსგავსად, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის ძირის გამომთხრელად იქცა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია არის ტიპური მაგალითი დეზინფორმაციული ნარატივების შექმნისა.
„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კვალდაკვალ, ახლა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჩართეს იგივე ძალებმა. ვხედავთ ხომ, ჯო უილსონი და სხვა ევროპელი ანტიქართველები არიან ჩართული ამგვარი ტექსტების შეთხზვაში, რომელიც არის პირდაპირი სიყალბე, დეზინფორმაცია, რომელსაც ავრცელებენ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ხელით. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ სამწუხარო რეალობას, სადაც ჩვენ ვართ. საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი რომ მოირღვა, ამაში მარტო რუსეთის წვლილი არ არის. სწორედ ასეთი ასამბლეების წვლილიც არის. კერძოდ, ამ შემთხვევაში ეუთოს- საპარლამენტო ასამბლეა, რომელმაც ხაზი გადაუსვა საერთოდ საერთაშორისო სამართალს, სამართლის ძირითად პრინციპებს და რუსეთის მსგავსად, იქცა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის ძირის გამომთხრელად“, – აღნიშნავს პაპუაშვილი.