თორნიკე ჭეიშვილი – 2 მილიარდამდე ლარის გათეთრების საქმეზე: კორუფციასთან მიმართებით ვხედავთ, რომ იდგმება ძალიან ეფექტიანი, თანმიმდევრული ნაბიჯები

„კორუფციასთან მიმართებით ჩვენ ვხედავთ, რომ იდგმება ძალიან ეფექტიანი, თანმიმდევრული ნაბიჯები,”- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა 2 მილიარდამდე ლარის გათეთრების საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

„სახელმწიფო რა თქმა უნდა, არის აბსოლუტურად შეურიგებელი ნებისმიერ არაკანონიერ ქმედებასთან, დანაშაულთან, რომელიც შეიძლება იყოს მათ შორის ეკონომიკური სახის, ისევე როგორც, კორუფციასთან მიმართებით. ჩვენ ვხედავთ, რომ იდგმება ძალიან ეფექტიანი, თანმიმდევრული ნაბიჯები”, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, 2022-2024 წლებში განხორციელებული, უპრეცედენტო ოდენობის – 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა. ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები