“უკრაინის ხელისუფლება, როგორც ჩანს, დაინტერესებულია იმით, რომ წინასაარჩევნოდ თუნდაც ჩირქი მოსცხოს ქართულ მხარეს” – თორნიკე ჭეიშვილი
ქართული ოცნების” წევრი, თორნიკე ჭეიშვილი, ე.წ. ჰექსოგენის საქმეს” გამოეხმაურა.
“რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, ტრადიციულად, უკრაინის ხელისუფლება, როგორც ჩანს, დაინტერესებულია იმით, რომ წინასაარჩევნოდ თუნდაც ჩირქი მოსცხონ ქართულ მხარეს, საქართველოს ხელისუფლებას და უფრო მეტიც – შეიძლება, მიზანმიმართულად იგეგმებოდეს პროვოკაციები, რაც ორიენტირებული იქნება, მათ შორის, იმაზე, რომ როგორღაც გამოიწვიონ გარკვეული მღელვარება სხვადასხვა არაკანონიერი მოქმედებების ჩადენის გზით,” – აცხადებს თორნიკე ჭეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ უკრაინიდან საქართველოში სახიფათო ტვირთი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა გამოაგზავნეს.
“ჰექსოგენის” საბოლოო დანიშნულების ადგილი თბილისი იყო.