“კორუფცია არის ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი ხელშემშლელი ფაქტორი” – ალუდა ღუდუშაური

“კორუფცია არის ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი ხელშემშლელი ფაქტორი,” – ამის შესახებ, “ქართული ოცნების” წევრი, ალუდა ღუდუშაური აცხადებს.

აღნიშნულით ის უპრეცედენტო მასშტაბის ფულის გათეთრების ფაქტს ეხმაურება, რომელიც პროკურატურამ ორი დღის წინ გახსნილად გამოაცხადა.

“ძალიან მნიშვნელოვანია ის ნაბიჯები, რომლებიც ამ კუთხით გადაიდგა და მომავალშიც დაანონსებულია, მაგალითად ის, რომ საკანონმდებლო დონეზე იქნება მთელი რიგი ცვლილებები შემოტანილი. ეს ქვეყნის განვითარებისთვის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება,” – აცხადებს ალუდა ღუდუშაური.

შეგახსენებთ, რომ 665 მილიონი დოლარის გათეთრების ბრალდებით დაკავებული კახა კოტორაშვილი წინასწარ პატიმრობაშია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები