“4 ოქტომბერსაც არავის მივცემთ ქვეყნის არევის საშუალებას” – ლევან მაჭავარიანი

“რაღაც ტიპის ქაოსს რომ შემოიტანს ოპოზიცია და ამით რომ არის დაკავებული ბოლო 13 წელია, ჩვენი მოქალაქეები ამას ძალიან კარგად ხედავენ”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრი, ლევან მაჭავარიანი აცხადებს.

ის აღნიშნავს, რომ 4 ოქტომბერს ოპოზიციას “ქვეყნის არევის” მცდელობები ექნება, “თუმცა, მათ ეს არ გამოუვათ”.

“4 ოქტომბერსაც არავის მივცემთ ქვეყნის არევის საშუალებას, მიუხედავად იმისა, რომ, რა თქმა უნდა, მცდელობები ექნება კოლექტიურ “ნაციონალურ მოძრაობას”. აბსოლუტურად ყველა პირი იქნება იდენტიფიცირებული და კანონის უმკაცრესი ფორმით დასჯილი,” – აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები