არჩილ გორდულაძე – 2 მილიარდამდე ლარის გათეთრების საქმეზე: უმნიშვნელოვანესია, რომ საგამოძიებო სამსახურებმა დროულად მიიყვანონ გამოძიება ბოლომდე

„უმნიშვნელოვანესია, რომ საგამოძიებო სამსახურებმა დროულად მიიყვანონ გამოძიება ბოლომდე,”- ამის შესახებ, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, 2 მილიარდამდე ლარის გათეთრების საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

„უმნიშვნელოვანესია, რომ საგამოძიებო სამსახურებმა დროულად მიიყვანონ გამოძიება ბოლომდე და შესაბამისად, რაც კითხვები არსებობს საზოგადოებაში – თუ ვინ იყო ამ საქმეში ჩართული, ბოლომდე გაეცეს პასუხები. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ბრძოლა უკანონო ფულის ბრუნვასთან, რა ფულიც არ უნდა იყოს ეს – უკანონო უკანონოა. ამავდროულად, ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, როგორ წარმატებით საქმიანობენ უსაფრთხოების სამსახური, საგამოძიებო სამსახურები, პროკურატურა”, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, 2022-2024 წლებში განხორციელებული, უპრეცედენტო ოდენობის – 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა. ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები