ევროკავშირი, პარტნიორებთან ერთად, სირიისა და მისი მეზობელი ქვეყნებისთვის 5,8 მილიარდ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი, პარტნიორებთან ერთად, სირიისა და მისი მეზობელი ქვეყნებისთვის 5,8 მილიარდ ევროს გამოყოფს, ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.

“ევროკავშირი და მისი პარტნიორები, სირიისა და მისი მეზობლებისთვის 5,8 მილიარდ ევროს გამოყოფენ. ეს ხელს შეუწყობს სირიას გარდამავალი პერიოდის გადამწყვეტ დროს და დააკმაყოფილებს ადგილზე არსებულ მწვავე საჭიროებებს. ეს არის შანსი სირიელი ხალხისთვის, გამოიყენონ მომენტი და თავად განსაზღვრონ საკუთარი ბედი”,- წერს კალასი სოციალურ ქსელში.

როგორც “როიტერი” წერს, სირია ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ფართომასშტაბიან ძალადობას განიცდიდა, მას შემდეგ, რაც სირიის სუნიტმა ისლამისტებმა განაცხადეს, რომ მათ უსაფრთხოების ძალებს თავს დაესხნენ გადაყენებული პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მებრძოლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები