“ქველმოქმედებად ფუთავდნენ ფონდებს, ეს არის ნიღაბი, რომელიც წლების მანძილზე ჰქონდათ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, რომლებიც საქართველოში „შავი ფულის“ გამტარებლები იყვნენ” – კირცხალია

“ქველმოქმედებად ფუთავდნენ ფონდებს, ეს არის ნიღაბი, რომელიც წლების მანძილზე ჰქონდათ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, რომლებიც საქართველოში „შავი ფულის“ გამტარებლები იყვნენ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

„ამა თუ იმ ანგარიშის დაყადაღება პროცედურული ნაწილია, ეს მათაც კარგად უნდა იცოდნენ. ნანუკა ჟორჟოლიანი იქნება თუ სხვები, ასეთი ფონდები ვისაც ჰქონდა, ქველმოქმედებად ფუთავდნენ, თუმცა ეს არის ნიღაბი, რომელიც არა მხოლოდ ამ ფონდებს, არამედ წლების მანძილზე იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს ჰქონდათ, რომლებიც პარტიების დასაფინანსებლად საქართველოში „შავი ფულის“ გამტარებლები იყვნენ. ამ ყველაფერს ამერიკის შეერთებულ შტატებში ფარდა აეხადა. როგორც იკვეთება, ნაწილი ქველმოქმედება იყო, მეორე ნაწილს დესტრუქციის დაფინანსება შეადგენდა, რისი გაგრძელების მცდელობაც ჰქონდათ რუსთაველის გამზირზე. ეს ყველაფერი ჩემი პირადი აზრია. პროკურატურა გამოძიების დეტალებზე საქმის კურსში ჩაგვაყენებს, რასთან გვქონდა საქმე და გამოძიება რა შედეგებზე გავა“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები