სომხეთი აზერბაიჯანის ბრალდებას ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შესახებ უარყოფს

სომეხმა სამხედროებმა, სასაზღვრო სექტორში, კვლავ გაუხსნეს ცეცხლი აზერბაიჯანულ პოზიციებს,- ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს.

როგორც სომხური მედია იუწყება, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ სომხეთი კიდევ ერთხელ, ტყუილად დაადანაშაულა საზღვარზე სროლაში. ამასთან, მათივე ცნობით, აზერბაიჯანული მედია აწარმოებს აქტიურ წინასაომარ საინფირმაციო მედია კამპანიას ქვეყანაში და აცხადებს, რომ სომხეთი აზერბაიჯანზე თავდასხმისთვის ემზადება.

“აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ, 16 მარტიდან დაიწყო განახლებული ყალბი ამბების კამპანია, სადაც ცრუდ ადანაშაულებს სომხეთს საზღვარზე სროლაში”,- წერს armenpress-ი.

უცხოური მედიის ცნობით, სავარაუდოა, რომ აზერბაიჯანის განცხადებების მიზანია, სომხეთზე მოახდინოს ზეწოლა, რათა მაქსიმალური სარგებელი მიიღოს მოსალოდნელი სამშვიდობო შეთანხმებისგან.

“შესაძლოა, აზერბაიჯანი რეალურად გეგმავს თავდასხმას სომხეთზე და საინფორმაციო ველს ქმნის, რათა გაამართლოს აქტიური საბრძოლო მოქმედებების დაწყება, თითქოსდა სომხეთის თავდასხმის პრევენციისთვის, რეალურად კი, ზანგეზურის კორიდორის მისაღებად, რითაც აზერბაიჯანი დაუკავშირდება ნახიჩევანს და თურქეთს”,- ნათქვამია უცხოურ მედიაში.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო ბრალდებები და აზერბაიჯანულ ცნობებს დეზინფორმაციული უწოდა. აზერბაიჯანის ბრალდებებს უარყოფს სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები