ისრაელმა ღაზაში საბრძოლო მოქმედებები განაახლა
ისრაელის არმია (IDF) ღაზაში, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების მიმდინარეობისას მასობრივ დარტყმებს ახორციელებს,- ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში აცხადებენ, რომ მთავრობის თავმჯდომარემ, ბენიამინ ნეთანიაჰუმ და ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა ჯარებს დაავალეს, დაჯგუფება „ჰამასის“ წინააღმდეგ „მტკიცედ“ იმოქმედონ.
საჰაერო ძალების თავდასხმები გამიზნულია “ჰამასის” განახლებული სამხედრო შესაძლებლობების შესამცირებლად.
როგორც ისრაელის თავდაცვის მინისტრი ამბობს, საომარი მოქმედებების განახლების მიზეზი, რომელიც 19 იანვრიდან იყო შეწყვეტილი, „ჰამასის“ მიერ 2023 წლის 7 ოქტომბერს გატაცებული ტყვეების გათავისუფლებაზე უარის თქმა გახდა.
როგორც მედია იუწყება, თავდასხმა კოორდინირებული იყო შეერთებულ შტატებთან და, როგორც ჩანს, ემთხვეოდა იემენის ჰუტისებზე აშშ-ის რამდენიმე დღის საჰაერო თავდასხმებს, რათა შემცირდეს მათი პასუხი ისრაელის წინააღმდეგ “ჰამასზე”.