ირაკლი კირცხალია – ოპოზიციაზე: დარწმუნებული ვარ, მიიღებენ დავალებას არჩევნებში მონაწილეობაზე, დამწკრივდებიან და მიიღებენ
„დარწმუნებული ვარ, მიიღებენ დავალებას არჩევნებში მონაწილეობაზე“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის შესაძლო მონაწილეობაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია სრულიად განულებულები.
„დარწმუნებული ვარ, მიიღებენ დავალებას, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა – დამწკრივდებიან და მიიღებენ. ძალიან კარგად იციან, დავალების ამათზე მიმცემმაც და აქ შემსრულებლებმაც, რომ თუ რა რეიტინგი აქვთ მათ უკვე დღევანდელი პირობებიდან გამომდინარე, რომ სრულიად განულებულები არიან“, – აღნიშნავს კირცხალია.