ბელგრადში, სერბეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ მასშტაბური აქცია გრძელდება

სერბეთში საპროტესტო აქცია გრძელდება. დემონსტრანტები ბელგრადში შეიკრიბნენ.

რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის გამო გამართულ აქციებში ათობით ათასი ადამიანი მონაწილეობს და ეს აქციები სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის მთავრობის წინააღმდეგ მრავალთვიანი საპროტესტო აქციების კულმინაციად ითვლება.

ვუჩიჩი ამბობს, რომ ქვეყანაში მიმდინარე დემონსტრაციები ქვეყნის გარედან არის ორგანიზებული. დემონსტრაციის წინ, ვუჩიჩმა არაერთხელ გააფრთხილა მოსახლეობა არეულობის სავარაუდო გეგმების შესახებ, იმუქრებოდა დაპატიმრებითა და მკაცრი სასჯელებით ნებისმიერი ინციდენტისთვის.

„ძალიან ვამაყობ იმით, რომ სერბეთის სახელმწიფომ შეინარჩუნა სტაბილურობა და მშვიდობა, მიუხედავად დესტაბილიზაციისა და მშვიდობის შელახვის არაერთი მცდელობისა“, – ამბობს ვუჩიჩი.

ამასთან, სერბეთის პრეზიდენტმა მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე განაცხადა, რომ მზადაა არჩევნები უახლოეს სამ-ოთხ თვეში ჩაატაროს, თუ ამას ოპოზიცია მოითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები