“2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარე საპროტესტო აქციებმა, ე.წ ,,მარშებმა“ და სხვა ღონისძიებების ნაწილმა დროის მოკლე პერიოდში მიიღო ძალადობრივი ხასიათი და გასცდა კანონით დადგენილ ფარგლებს” – პროკურატურა

“2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, საქართველოს პარლამენტის წინ და ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარე საპროტესტო აქციებმა, ე.წ ,,მარშებმა“ და სხვა ღონისძიებების ნაწილმა დროის მოკლე პერიოდში მიიღო ძალადობრივი ხასიათი და გასცდა კანონით დადგენილ ფარგლებს”, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ აღნიშნული გამოიხატა პარლამენტის შენობის და სხვა კერძო საკუთრების დაზიანებაში, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში საგნებისა, თუ ნივთიერებების გამოყენებაში, პოლიციის თანამშრომლების თავდასხმასა და ძალადობრივი წინააღმდეგობის გაწევაში და სხვა არამშვიდობიან ქმედებებში.

“ადგილი ჰქონდა დანაშაულებრივი ჯგუფების მხრიდან ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღად სხვადასხვა საგნების გამოყენება, როგორიც იყო პიროტექნიკური საშუალებებით სპეციალურად დამზადებული მოწყობილობები, ადვილად აალებადი და ცეცხლგამჩენი ნივთიერებები. არაერთგზის დაფიქსირდა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილების“ გამოყენება პოლიციის თანამშრომელთა წინააღმდეგ”, – განმარტებულია გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები