საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ოთხი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიესაჯა, განაჩენთა ერთობლიობით – სასჯელის ვადად 12 წელი და ექვსი თვე განესაზღვრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო.

მას სასჯელის ზომად ოთხი წელი და ექვსი თვე განესაზღვრა, ჯამურად კი – მოსამართლემ განაჩენთა ერთობლიობით სააკაშვილს სასჯელის ვადად 12 წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა.

გადაწყვეტილება მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ მიიღო.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2021 წლის პირველ ოქტომბერს დააკავა.

12 მარტს კი, თბილისის საქალაქო სასამართლომ, დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე, სააკაშვილს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები