ორბანი – უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უნგრეთს გაანადგურებს

ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ უკრაინამ უნდა იბრძოლოს და სანაცვლოდ, ის მიიღებს ევროკავშირში სწრაფ გაწევრიანებას. ეს გაანადგურებს უნგრეთს“, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

მისი მტკიცებით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უნგრეთის ეკონომიკასა და სამუშაო ძალაზე მძიმე შედეგებს გამოიღებს.

„უნგრეთი ევროკავშირის გაფართოებისთვის ღიაა, თუმცა პრიორიტეტი სერბეთი, ჩრდილოეთ მაკედონია და მონტენეგრო უნდა იყოს. ეს ქვეყნები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან უკრაინისგან ეკონომიკური თავსებადობისა და გეოპოლიტიკური სტაბილურობის თვალსაზრისით“, – აცხადებს ორბანი.

ევროკავშირის მოახლოებულ სამიტზე საუბრისას ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთი მხარს არ დაუჭერს ევროკავშირის ერთობლივ სესხს თავდაცვის ხარჯების დასაფინანსებლად.

ასევე, პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა თავისი მთავრობის ერთგულება მშვიდობისა და ეკონომიკური სუვერენიტეტისადმი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები