გრენლანდიის საპარლამენტო არჩევნებში ხმათა უმეტესობა ოპოზიციურმა დემოკრატიულმა პარტიამ მოიპოვა

გრენლანდიის არჩევნებზე ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც ღიად აკრიტიკებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. ხმათა უმეტესობა ოპოზიციურმა „დემოკრატიულმა პარტიამ“ (Demokraatit) მიიღო, მას 29.9%-იანი მხარდაჭერა აქვს. 

„ჩვენ ვცემთ პატივს არჩევნების შედეგებს“, – დაწერა გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა, მუტე ეგედემ სოციალურ ქსელში და აღნიშნა, რომ განიხილავს კოალიციის შექმნის თაობაზე ნებისმიერ წინადადებას.

არჩევნები განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა, რადგან თეთრ სახლში დაბრუნებულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წიაღისეულით მდიდარი კუნძულით დაინტერესება გამოხატა და თქვა, რომ ის ამერიკის ტერიტორია უნდა იყოს. მან კუნძული ამერიკის უსაფრთხოების ინტერესებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვნად გამოაცხადა.

იენს-ფრედერიკ ნილსენმა, მემარჯვენე-ცენტრისტულმა პარტია Demokraatit-ის ლიდერმა, არჩევნების წინ Sky News-ს განუცხადა, რომ გრენლანდია „არ იყიდება“.

„ჩვენ არ გვინდა ვიყოთ ამერიკელები [ან] დანიელები. ჩვენ გვინდა ვიყოთ გრენლანდიელები და გვინდა ჩვენი დამოუკიდებლობა მომავალში”,- განაცხადა ნილსენმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები