კანადა აშშ-ს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში უჩივის
აშშ-მა კანადის ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე დამატებითი საბაჟო გადასახადი დააწესა. ქვეყანამ კი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO) საჩივარი შეიტანა აშშ-ის წინააღმდეგ,- ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
„კანადამ სთხოვა ვმო-ს, გამართოს კონსულტაციები შეერთებულ შტატებთან დავის შესახებ, კანადიდან გარკვეული სახის ფოლადისა და ალუმინის პროდუქციაზე იმპორტის გადასახადების შემოღების თაობაზე“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ოფიციალურ ოტავაში მიაჩნიათ, რომ ვაშინგტონის მიერ დაწესებული სანქციები არღვევს სავაჭრო ტარიფების შესახებ 1994 წლის გენერალური შეთანხმების მიერ აღებულ ვალდებულებებს.
11 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კანადურ ფოლადზე და ალუმინზე საბაჟო გადასახადი მის მიერვე გამოცხადებული 25%-ის ნაცვლად 50%-მდე იზრდება. ტრამპმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კანადამ აშშ-ის ჩრდილოეთ შტატებს ელექტროენერგია გაუძვირა.
ტრამპმა ოტავას მოსთხოვა, დაუყოვნებლივ გააუქმოს არაამერიკული ფერმის ტარიფი აშშ-ის რძის პროდუქტებზე, რომელიც, რესპუბლიკელების თქმით, 250-დან 390 პროცენტამდე მერყეობს.