მარკ რუტე: ნატოს წევრები ჩამორჩებიან რუსეთს და ჩინეთს იარაღის წარმოებაში

ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ ალიანსის წევრები იარაღის წარმოებაში ჩამორჩებიან რუსეთს და ჩინეთს.

მისი თქმით, ნატოს მეტი იარაღის წარმოება სჭირდება.

„ჩვენ არ ვაკეთებთ საკმარისს. არც აშშ-ში და არც ევროპაში. ჩვენ ჩამოვრჩებით რუსებს და ჩინელებს იარაღის წარმოებაში“, – აღნიშნა მან.

ამასთან, ნატოს გენერალურმა მდივანმა დასძინა, რომ შეერთებულ შტატებს აქვს ძლიერი თავდაცვის ინდუსტრია, მაგრამ მეტი უნდა გაკეთდეს წარმოების გასაზრდელად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები