დონალდ ტრამპმა ევროკავშირს საზიზღარი უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროკავშირს საზიზღარი უწოდა.

„ჩვენ არ ვყიდით მანქანებს ევროპაში, ვგულისხმობ, პრაქტიკულად არ ვყიდით მანქანებს და ისინი გვყიდიან მილიონობით მანქანას. ისინი არ იღებენ სოფლის მეურნეობის ჩვენს პროდუქციას. ჩვენ ვიღებთ მათ პროდუქციას – ეს ცალმხრივი მოძრაობის ქუჩას ჰგავს. ევროკავშირი ძალიან, ძალიან საზიზღარია.

ისინი ჩვენს კომპანიებს უჩივიან. Apple-ი იძულებული გახდა გადაეხადა $16 მილიარდი. ისინი უჩივიან Google-ს, ისინი უჩივიან Facebook-ს, ისინი უჩივიან ყველა ამ კომპანიას და ისინი იღებენ მილიარდობით დოლარს ამერიკული კომპანიებისგან“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები