აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი მოსკოვში ჩაფრინდა
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივენ უიტკოფის თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში დაეშვა,- ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მედია ვარაუდობს, რომ ტრამპის სპეცწარმომადგენელი რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში უკრაინულ მხარესთან მიღწეულ 30-დღიანი დროებითი ზავის შესახებ ინფორმაციას გადასცემს.
12 მარტს, თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ ვიტკოფი მოსკოვში გაემგზავრება უკრაინის კონფლიქტის მოგვარების განსახილველად.
ასევე, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინული დასახლებების საკითხზე მოლაპარაკებებისთვის, აშშ-ის მხრიდან რუსეთში მიფრინავენ და შესაბამისი კონტაქტები დღეს იგეგმება.