პუტინი კურსკში ერთ-ერთ სამხედრო პუნქტს ეწვია
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კურსკში ერთ-ერთ სამხედრო პუნქტს ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია „ტელეგრამზე“ ავრცელებს და შესაბამის კადრებსაც აქვეყნებს.
გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სამხედრო ფორმაში გამოწყობილი პუტინი რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, ვალერი გერასიმოვს ხვდება.
„უახლოეს მომავალში ამოცანაა – საბოლოოდ გავანადგუროთ მტერი, რომელიც გამაგრდა კურსკის ოლქში, და სრულად გავათავისუფლოთ რეგიონი“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
თავის მხრივ, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ვალერი გერასიმოვმა განაცხადა, რომ კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დაკავებული ტერიტორიის 86%-ზე მეტი გათავისუფლებულია.