ლონდონის წიგნის ბაზრობაზე მანანა მენაბდის ორი წიგნის წარდგენა გაიმართა
ლონდონის წიგნის ბაზრობაზე, ლიტერატურის თარგმნის ცენტრში, მწერალთა სახლმა და გამომცემლობა „სეზანმა” წარადგინეს მანანა მენაბდის ორი წიგნი – იგავ-არაკების კრებული „და დრო გადიოდა” და ავტობიოგრაფიული რომანი „ფრენის დღე ოთხშაბათი” ინგლისურ ენაზე.
მწერალთა სახლის ინფორმაციით, დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მოესმინათ მანანა მენაბდის მუსიკალური კომპოზიციები, მათ შორის მისი და თეონა ცირამუას დუეტი – „აირა” და „დატირება”.
კომპოზიციების ფონზე, მარიამ ალექსიძის დასის მოცეკვავეებმა ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს, რამაც ღონისძიებას განსაკუთრებული ელფერი შესძინა და მაყურებელთა ოვაციები დაიმსახურა.