ტრამპი: რუსეთმა ბუშისგან წაიღო საქართველო, წაიღეს ყირიმი კაცისგან სახელად ობამა, ყველაფრის მიღება სცადეს ბაიდენისგან, ვისგანაც არაფერი მიუღიათ – ტრამპია

გახსოვდეთ, რუსეთმა ბუშისგან წაიღო საქართველო, წაიღეს ყირიმი კაცისგან სახელად ობამა, სცადეს, მთელი ტერიტორია წაეღოთ ბაიდენისგან, ვინ არის, ვისგანაც რუსეთმა ვერაფერი წაიღო? – ტრამპი, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, შეუძლია თუ არა აშშ-ს რაიმეს გაკეთება რუსეთზე ზეწოლის მხრივ, ტრამპმა უპასუხა: „რუსეთზე ზეწოლა შეგვიძლია, მაგრამ იმედია, საჭირო არ გახდება“.

„შეგვიძლია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს საჭირო არ იქნება. რა თქმა უნდა, შეგვიძლია ზეწოლა. შეგვიძლია ეს გავაკეთოთ რუსეთთან. გახსოვდეთ, რუსეთმა ბუშისგან წაიღო საქართველო, ხომ? მათ წაიღეს ყირიმი, კაცისგან სახელად ობამა, ხომ? მათ სცადეს მთელი ტერიტორია წაეღოთ ბაიდენისგან. ვინ არის ერთადერთი, ვისგანაც რუსეთმა ვერაფერი წაიღო? – ტრამპი.

სინამდვილეში, მე ვარ ის, ვინც შეაჩერა „ნორდ სტრიმი 2“, მსოფლიოში ყველაზე დიდი მილსადენი. ის შეჩერებული იყო და შემდეგ ბაიდენი მოვიდა და დაამტკიცა. არავინ ახსენებს ამას. რაც მე რუსეთს გავუკეთე, ძალიან მკაცრი იყო, მე ვიყავი ყველაზე მკაცრი. თუმცა მათ ჩემგან არაფერი წაუღიათ. მათ წაიღეს ობამასგან და ბუშისგან და წაიღეს მძინარე ჯო ბაიდენისგან.

ბაიდენისგან მათ უნდოდათ აეღოთ მთელი ქვეყანა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ შევაჩერე ეს, მაგრამ ვნახავთ. თუმცა დიახ, არის საქმეები, რომლებიც შეგვიძლია გავაკეთოთ, რომელიც არ იქნება სასიამოვნო ფინანსური აზრით. შემიძლია გავაკეთო რაღაცები ფინანსურად, რაც ცუდი იქნება რუსეთისთვის. არ მინდა ამის გაკეთება, რადგან მე მინდა მშვიდობა. მე მინდა ვიხილო მშვიდობა. დიახ, შეგვიძლია გავაკეთოთ ძალიან ცუდი რაღაცები რუსეთისთვის, ეს იქნება დამანგრეველი, მაგრამ არ მინდა ამის გაკეთება, რადგან მინდა ვიხილო მშვიდობა“, – განაცხადა ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები