ლონდონში გიორგი კალანდიას წიგნის − „უორდროპები და საქართველო“ – წარდგენა გაიმართა
საქართველოს მწერალთა სახლის მრავალფეროვანი კულტურული პროგრამა 2025 წლის ლონდონის წიგნის ბაზრობაზე გრძელდება.![]()

მწერალთა სახლის ინფორმაციით, ლონდონში, სამეფო აზიური საზოგადოების მთავარ დარბაზში, საგამომცემლო სახლ „სეზანის“ მხარდაჭერით დაბეჭდილი, კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორ გიორგი კალანდიას წიგნის − „უორდროპები და საქართველო“ წარდგენა გაიმართა. ასევე, გაიმართა მარჯორი და ოლივერ უორდროპებისადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენება.
საქართველოსა და ბრიტანეთს შორის ურთიერთობებში შეტანილი განსაკუთრებული სამეცნიერო წვლილისთვის, ვერცხლის მოოქრული მედლით დაჯილდოვდა სამეფო აზიური საზოგადოების დირექტორი − ალისონ ოტა.
ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროსა და მწერალთა სახლის მხარდაჭერით ჩატარდა.