მარკო რუბიო: აშშ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგთან დაკავშირებით პრობლემას ვერ ხედავს

თუ რუსეთ-უკრაინის ომში ცეცხლის შეწყვეტა ორივე მხარის თანხმობით დამყარდება, მონიტორინგის შესრულება რთული არ იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„თანამედროვე ომის შესახებ საინტერესო ის არის, რომ მისი მონიტორინგი უფრო ადვილია, ვიდრე ოდესმე“, – აღნიშნა რუბიომ.

მანვე განმარტა, რომ არსებობს ცეცხლის შეწყვეტის პოტენციური დარღვევის გამოვლენის მრავალი გზა, როგორც ადგილზე, ასევე ჰაერიდან თუ კოსმოსიდან.

„საკმაოდ ძნელი იქნება დრონების, რაკეტების, ბალისტიკური დარტყმების ან საარტილერიო ცეცხლის დამალვა“, – ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები