USAID-ი უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდთან ხელშეკრულებას წყვეტს

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) ენერგეტიკული საზოგადოების სამდივნოს უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდთან საგრანტო ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ აცნობა.

როგორც უკრაინული მედია იუწყება, აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადება ენერგეტიკულმა საზოგადოებამ გაავრცელა.

განცხადების თანახმად, საგრანტო ხელშეკრულება 75 მილიონ აშშ დოლარს მოიცავდა.

„ენერგეტიკული საზოგადოების სამდივნომ მიიღო ოფიციალური შეტყობინება USAID-ისგან უკრაინის ენერგეტიკული მხარდაჭერის ფონდთან საგრანტო ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, რომლის ღირებულებაა 75 მილიონი აშშ დოლარი. ენერგეტიკული საზოგადოების სამდივნომ დაადასტურა ამ შეტყობინების მიღება და ამჟამად ელოდება USAID-ისგან დამატებით განმარტებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები