„საქართველომ ევროკავშირი ზოგიერთებისგან განსხვავებით 2022 წელს კი არ აღმოაჩინა, არამედ წლების განმავლობაში, გეგმაზომიერად აშენებდა ჩვენი სახელმწიფოს ევროპულ ფუნდამენტს” – მახაშვილი

“როდესაც საუბარი გვაქვს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე – ეს არ არის ცარიელი სიტყვები, ხმამაღალი, ემოციური განცხადებები, ან ქუჩაში დროშით სიარული. უპირველეს ყოვლისა, ამ პროცესს აქვს თავისი შინაარსი, ეს არის ის კანონები, წესები, სტანდარტები და ნორმები, რომლებიც საქართველომ უნდა დანერგოს ეროვნულ კანონმდებლობაში“, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

„საქართველომ ევროკავშირი ზოგიერთებისგან განსხვავებით 2022 წელს კი არ აღმოაჩინა, არამედ წლების განმავლობაში ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ, გეგმაზომიერად ნერგავდა ამ კანონმდებლობას და აშენებდა ჩვენი სახელმწიფოს ევროპულ ფუნდამენტს. ეს არის ფაქტი და ვიღაცებს კი აქვთ სურვილი, რომ ან დააიგნორონ, ან გადაწერონ ისტორია, მაგრამ ამ ისტორიის და ფაქტების დაიგნორება არავის არ გამოუვა“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები